Galt&Taggart-ში კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსის ვაკანსია გვაქვს.
დეპარტამენტი, სამსახური: კვლევების დეპარტამენტი, კაპიტალის ბაზრების კვლევების მიმართულება.
ფუნქცია მოვალეობები:
გლობალური კაპიტალის ბაზრების კვლევის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ბაზრების ყოველდღიურ მონიტორინგს, ინფორმაციის გაცნობას და შესაბამისი მასალების მომზადებას;
პერიოდული და თემატური პუბლიკაციების და შიდა რეპორტების წარმოება, რაც გულისხმობს შერჩეული საინვესტიციო თემების მოკვლევას, საჭირო მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას და გამოქვეყნებას;
საინვესტიციო იდეების მოძიება როგორც აქციების, ისე ობლიგაციების ბაზრებში;
მონაცემთა ბაზების მართვა, რაც გულისხმობს ბაზების რეგულარულ განახლებას, მათ პერიოდულ ტესტირებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და უნარები:
გლობალური ეკონომიკური ტენდენციებისა და ფინანსური ბაზრების ანალიზისა და შეფასების უნარი;
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის პრაქტიკული ცოდნა;
ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა - როგორც წერითი, ისე ვერბალური კომუნიკაციისთვის;
ანალიტიკის უნარები/დეტალებზე ორიენტირებულობა - კვლევის მიმდინარეობისას დამოუკიდებელად მუშაობის უნარი, მონაცემების მოძიებისა და გაანალიზების პროცესში დეტალებზე დაკვირვების უნარი.
განათლება:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - ფინანსები, ეკონომიკა;
CFA-ს სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება:
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ბაზრების, გლობალური ეკონომიკის ან კორპორატიული ფინანსების მიმართულებით.
ველით გამოხმაურებას 2025 წლის 1 აგვისტომდე!