Galt&Taggart-ში პროდუქტის მმართველის ვაკანსია გვაქვს.

მიმართულება: საბროკერო დეპარტამენტი


Galt & Taggart-ი არის საქართველოში არსებული წამყვანი საინვესტიციო ბანკი, რომლის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო საბანკო, კვლევითი და საბროკერო მიმართულებები. საბროკერო გუნდი ვუქმნით კლიენტებს წვდომას ლოკალურ, რეგიონალურ, გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე, რომ ივაჭრონ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროდუქტებით. გამოცდილი ბროკერების მეშვეობით ვემსახურებით და ვაწვდით ინფორმაციას მათი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად.


როლის მოკლე მიმოხილვა - ეს როლი იქნება საბროკერო დეპარტამენტში, რომ უკეთ მოვახდინოთ ჩვენი კლიენტებისთვის მისაღები და მათზე მორგებული საინვესტიციო პროდუქტებისა და სერვისების შემქნა-მიწოდება. როლი ითვალისწინებს პროდუქტის მართვას, პროცესის აღწერას, პროცეუდურის შემუშავებას, მომგებიანობის განსაზღვრას, ვენდორთან კომუნიკაციას და მენეჯმენტთან რეპორტინგს. ასევე შიდა გუნდებთან და ჩართულ პირებთან კომუნიკაციას.

 


ფუნქცია მოვალეობები:

  • პროდუქტის ირგვლივ დაკავშირებული ყველა საკითხის მართვა, მათ შორის: პროდუქტის განვითარების გეგმის შემუშავება, ფუნქციონალის შეთანხმება, ვენდორთან კომუნიკაცია და თამანშრომლობიდან წარმოქმნილი ყველა პროცესის/ საკითხის მართვა;

  • არსებული პროდუქტის მახასიათებლების აღწერა - მონაწილეობის მიღება პროცედურის და პროცესის აღწერაში. გაიდლაინების შემუშავება/ გაცნობა  საბროკეროს (მომიჯნავე მიმართულებებიც, თუ საჭიროებას წარმოადგენს) გუნდისთვის გაცნობა. მიმდინარე პროცესის გაუმჯობესება  ან ახლის დანერგვის ინიციატივა და შესრულება;

  • ყველა შესაბამის რგოლთან (იურისტები, საოპერაციო რისკები, ამლ, IT, ფინანსები) კომუნიკაცია/ მუშაობა პროდუქტის დახვეწის ან/და პროცესის/გაიდლაინის შემუშავების პროცესში;

  • მომხმარებლისა და სტეიქჰოლდერი მიმართულებისგან დაინიცირებულ საკითხებზე დროული რეაგირება;

  • ახალი კლიენტების აკვიზიის პროცესის მონიტორინგი; არსებული პროცესების გაუმჯობესება;

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა და ჩართულობა კამპანიების შემუშავებასა და დაგეგმვაში. წარმატების საზომი (KPI) შემუშავება და მონიტორინგი. თითოეული სერვისის ან/და პროდუქტის დაინიცირების ციკლის მონიტორინგი და აკვიზიციის გაზომვა;

  • რეპორტინგი მენეჯმენტთან.

 

 

პროდუქტის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით - ფინანსები, ეკონომიკა;

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცილება საფინანსო სექტორში;

  • პროექტის/პროდუქტის მართვის გამოცდილება;

  • სასურველია საინვესტიციო პროდუქტების ცოდნა.

 

ცოდნა და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

  • აქტიურ დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ანალიტიკური აზროვნება.

 

გამოხმაურებას ველით 2025 წლის 11 ივლისამდე!

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი