Galt&Taggart-ში საოპერაციო ასისტენტის ვაკანსია გვაქვს.
მიმართულება: საბროკერო დეპარტამენტი
Galt & Taggart-ი არის საქართველოში არსებული წამყვანი საინვესტიციო ბანკი, რომლის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო საბანკო, კვლევითი და საბროკერო მიმართულებები. საბროკერო გუნდი ვუქმნით კლიენტებს წვდომას ლოკალურ, რეგიონალურ, გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე, რომ ივაჭრონ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროდუქტებით. გამოცდილი ბროკერების მეშვეობით ვემსახურებით და ვაწვდით ინფორმაციას მათი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად.
როლის მოკლე მიმოხილვა - პოზიციის ძირითადი მიზანია, კომპანიის საოპერაციო დავალებების მართვა, ამ ტრანზაქციების პროგრამაში ასახვა, რეპორტების, ცნობებისა და განკარგულებების მომზადება და სხვა საოპერაციო ტრანზაქციების განხორციელება.
ფუნქცია მოვალეობები:
კლიენტის საოპერაციო დავალებების მიღება - აღსრულება;
საოპერაციო დავალებების რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში;
კლიენტების ფულადი სახსრების გადარიცხვების კონვერტაციების დავალებების მართვა;
განკარგულებების, ინვოისებისა და დოკუმენტაციების მომზადება;
შიდა მოხმარების რეპორტებისა და ფაილების წარმოება;
კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა და შესრულება.
საოპერაციო ასისტენტისთვის მნიშვნელოვანია:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მხარეს;
სასურველია სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, საოპერაციო მიმართულებაში.
ცოდნა და უნარები:
ინგლისური ენის ცოდნა;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
აქტიურ, დინამიურ გარემოში მუშაობის მზაობა და უნარი, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად.
ველით გამოხმაურებას 2025 წლის 28 აგვისტომდე!