გალტ ენდ თაგარტი-ში, უმცროსი იურისტის ვაკანსია გვაქვს.
პოზიციის ძირითადი მიზანია, გაუწიოს იურიდიული მხარდაჭერა კომპანიის ყველა მიმართულებას, მათ შორის, უზრუნველყოს სამართლებრივი თვალსაზრისით კომპანიის გამართული ფუნქციონირება. აგრეთვე, კოორდინირება გაუწიოს კომპანიის რეგულატორთან ურთიერთობის პროცესს და კომპანიაში ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტირება გაუწიოს შესაბამის გუნდს.
ძირითადი ფუნქციები:
· იურიდიული მხარდაჭერის გაწევა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისთვის, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადება და საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი;
· კომპანიის საქმიანობის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად;
· ურთიერთობის კოორდინაცია მარეგულირებელ ორგანოებთან სამართლებრივი თვალსაზრისით;
· ახალი პროდუქტების სამართლებრივი ანალიზი და მხარდაჭერა მათი დანერგვის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში.
ცოდნა და უნარები:
კორპორაციული, საინვესტიციო და საბანკო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა;
სასურველია საბროკერო და საინვესტიციო საბანკო პროდუქტების ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობა, დისციპლინა;
დეტალებზე ორიენტირებულობა და დედლაინებზე მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გამოხმაურებას ველით 2025 წლის 27 ივნისამდე!